15:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 13:31:17, 675 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 135-ე სესიაზე, განხილულ იქნა "სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ" საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში.

“ საქართველოს დელეგაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

ქართულმა მხარემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განხილვისას ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმული იმ ქმედითი ნაბიჯების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და განმტკიცებას. განხილვის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე უპასუხა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების შეკითხვებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევა 2022 წლის პრაიდ კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შედეგება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან, რომლებიც ახორციელებენ მხარე სახელმწიფოთა მიერ ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მონიტორინგს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics