14:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 13:30:39, 618 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია USDA-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯიუველ ბრონოს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია USDA-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯიუველ ბრონოს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ ჯიუველ ბრონოსთან სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის, უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომის და ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის საკითხები განიხილა.

„ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ხორბლის პროდუქტიულობის გაზრდის კუთხით. სავსებით რეალურია, საქართველომ მოახერხოს 300 -400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება, რაც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ აგროსასურსათო პროდუქტს აქვს პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის თვალსაზრისით, მათ შორის ქართულ ღვინოს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტი 15 პროცენტით გაიზარდა.

როგორც USDA-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯიუველ ბრონომ შეხვედრაზე აღნიშნა, ამერიკის სოფლის განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის, გააგრძელოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ტექნიკურ მხარდაჭერას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics