14:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 11:44:19, 775 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში ქერი ფაულერს შეხვდა.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალი წელია სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც  მხარდაჭერილ პროგრამებსა და პროექტებში გამოიხატება. განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისათვის აშშ-ის მხრიდან გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ უმნიშვნელოვანესი შედეგები მოიტანა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის, სასურსათო უსაფრთხოება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, განსაკუთრებით რეგიონში არსებული კრიზისის ფონზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ხარისხიანი სათესლე მასალა, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიების და ცოდნის გადაცემა ფერმერთათვის. ამ მხრივ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების  მხარდაჭერა.

როგორც ქერი ფაულერსმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს დარგის განვითარების მიმართულებით და გამოწვევების დაძლევის კუთხით საქართველოს მხარდაჭერას.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანამშრომლობის არა მარტო უახლოეს პერსპექტივებზე ვისაუბროთ, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილოთ საკითხი, რაც  გულისხმობს, როგორც ექსპერტული კუთხით, ისე ტექნიკური საშუალებებით აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics