16:33 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 15:26:21, 1375 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის 6 თვის შედეგები შეაჯამა

2022 წლის 6 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 703 433  ლარის ფარგლებში ისარგებლა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 1733 მოქალაქემ  და 360 დევნილმა ოჯახმა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გამცემი სამუშაო ჯგუფის მიერ, შეჯამდა 2022  წლის 6 თვის განმავლობაში სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებზე გაწეული დახმარების შედეგები.


მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, საშუალება აქვთ ისარგებლონ მერიის სოციალური პროგრამის 34 მუხლის დახმარებით, რომლის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს დამატებულია ახალი მუხლი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.


2022 წლის სოციალური პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 1 050 000 ლარის ოდენობით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით დაფინანსება იზრდება წლის ბოლომდე, რათა პროგრამით გათვალისწინებული დახმარება ყველა პაციენტმა მიიღოს.

საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მერიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს გავუწიოთ დახმარება  - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ კოპაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics