|
2022-07-06 19:21:42, 1132 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაციამ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში განხორციელებული რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა
მიმდინარე წლის 5 და 6 ივლისს საქართველოს დელეგაციამ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ" საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში წარადგინა. ქართულმა მხარემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა წინა პერიოდული ანგარიშის მოსმენის შემდეგ - 2014 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების ეფექტიან უზრუნველყოფასა და საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. საქართველოს დელეგაციამ კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. კომიტეტის წევრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე, რითაც უკვე სამართლებრივ ჭრილში დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი და 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა. ქართულმა მხარემ, ასევე, კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია სასამართლო სისტემის რეფორმაზე; პენიტენციური სისტემისა და სამართალდამცავი უწყებების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე; ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე; გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფაზე; საარჩევნო რეფორმაზე; ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებაზე; ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე. განხილვის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, ასევე, უპასუხა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების შეკითხვებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. საგულისხმოა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გაეროს მონიტორინგის ორგანოების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში დანერგილი მექანიზმები. განხილვის შემდეგ საქართველოს დელეგაციას წერილობით მიეწოდება კომიტეტის რეკომენდაციები, რომლის შესრულების ანგარიშიც 2024 წელს გაიგზავნება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების შემდეგი უწყებების წარმომადგენლები: მთავრობის ადმინისტრაცია; მე-5 პერიოდული ანგარიში 2020 წელს წერილობით მომზადდა და გაიგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციითა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)