15:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 00:57:38, 2087 ნახვა

საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ ვარიკოზის შესახებ?

ვენური კედლების დათხელება, სარქველების ფუნქციის მოშლა და ვენურ სისტემაში სისხლის შეგუბება - ვარიკოზს იწვევს.  შესაძლოა, ეს დაავადება ადამიანის სხვადასხვა ორგანოზე განვითარდეს, თუმცა ის ყველაზე ხშირად ქვედა კიდურებში მიმდინარეობს. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:  ფეხების შეშუპება, სიმძიმისა და წვის შეგრძნება, რომელიც ძირითადად  ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შედეგად იჩენს თავს. 

რა იწვევს ვარიკოზს?

ვარიკოზი ვენების პათოლოგიური გაგანიერებაა. დაავადების განვითარებას სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს. მისი გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის არის: სიმსუქნე, ასაკი, ორსულობა და ტრავმები. გარდა ამისა, ვარიკოზის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია - მემკვიდრეობა და ისეთი პროფესიები, რომლებიც ფეხზე დიდხანს დგომას მოითხოვს.

ვარიკოზის მკურნალობა

თანამედროვე მედიცინაში ვარიკოზის მოვლისა და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდია ცნობილი. მათ შორის გავრცელებულია: ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია, მედიკამენტების გამოყენება და კომპრესიული თერაპია.  იქიდან გამომდინარე, რომ კომპრესიული წინდები არის ვარიკოზის მოვლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, მათ მომხმარებლები აქტიურად ატარებენ. წინდების გამოყენება  სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლიათ. მაგალითად, თუ  ფეხებში შეშუპება,დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნება გაწუხებთ, საპროფილაქტიკო წინდები შეგიძლიათ გამოიყენოთ . კომპრესიული ტრიკოტაჟი  ეფექტურია თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით, ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათი  ტარება რეკომენდებულია  ხანგრძლივი მგზავრობის დროს.

ვარიკოზის  ამოცნობა მარტივად არის შესაძლებელი, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ ანგიოლოგს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics