14:42 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 19:47:06, 909 ნახვა

პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - ,,ლელოს’’ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბარი არარელევანტურია - ეს არის პოლიტიკური უტიფრობა

,,შარლ მიშელის შეთანხმება არის ანულირებული ოპოზიციის მიზეზით, ვინაიდან 100 დღის განმავლობაში ოპოზიციის ძირითადმა ჯგუფმა არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას და ამ შეთანხმებამ აზრი დაკარგა’’ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ლელოს“ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, პარტია ,,ლელოს’’ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე საუბარი პოლიტიკური უტიფრობაა, რადგან, მათ რომ პირობების შესრულება ნდომოდათ, მათ ლიდერი არ დატოვებდა მანდატს.  

,,რაც შეეხება, „ლელოს“ მხრიდან, ამ შეთანხმების, ისევე პოლიტიკური დღის წესრიგში შემოტანის მცდელობას, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია. მათ რომ ამ შეთანხმების აღსრულება ნდომებოდათ, მათი ლიდერი მანდატს  არ დატოვებდა და არც რადიკალიზაციისკენ წაიყვანდა ამ პროცესებს. ვინაიდან ეს ასე მოხდა, დღეს მათი მხრიდან ამაზე საუბარი არარელევანტურია და შეიძლება ითქვას, ეს არის პოლიტიკური უტიფრობა,’’ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics