05:06 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 15:14:09, 1277 ნახვა

სამართალი
სამეგრელოში, დააკავეს მედდა, რომელიც 300 ლარის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვაქცინირებულად აფიქსირებდა

სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იროგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც, იღებდა მათგან გარკვეულ თანხას. 

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, დანაშაულში ასევეე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც ბრალდებულს ვაქცინაციის საბუთის სანაცვლოდ, 300 ლარს უხდიდნენ. 

"წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით",- წერია უწყების განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics