04:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 14:49:37, 1252 ნახვა

სამართალი
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე, რასაც 9 პირის სიცოცხლის მოსპობა და ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, სამი პირი დამნაშავედ ცნო.  

უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ბ. ქ.ბათუმში, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების, მათ შორის როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კედლების მოშლის თაობაზე შეუთანხმდა ხ.ს.-ს და გ.ს.-ს.  

„2021 წლის 8 ოქტომბრამდე ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, დამკვეთთან შეთანხმებით და მისი ზედამხედველობით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევით, სახელმწიფოსაგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მოშალეს როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა დაირღვა. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია, რასაც კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ხოლო ორმა პირმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ასევე, განადგურდა და დაზიანდა კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების უძრავი და მოძრავი ქონება”,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 8 ოქტომბერს დააკავეს.

„ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით, 124-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანება გაუფრთხილებლობით, ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით), ხოლო ზ.ბ.-ს 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანება, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინათ.  

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ზ.ბ.-ს 4 წლით, ხოლო გ.ს. და ხ.ს. 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დანიშნული სასჯელების ნაწილში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics