15:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 14:05:20, 870 ნახვა

საზოგადოება
ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ცნობით, ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს სხვადასხვა ფორმატის საშუალებით უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკურ ურყევ მისწრაფებებზე.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ - „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტს“, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. ლელა ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა ფინეთის მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ფინეთის აქტიური ჩართულობისთვის. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ტოტალური თავდაცვისა და რეზერვის მობილიზაციის კუთხით, ასევე სამხედრო განათლების მიმართულებით.

ეხვედრის დასასრულს, ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს მადლობის სიგელი გადასცა. პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას საქართველოში ფინეთის თავდაცვის ატაშის პოზიციაზე ვიცე-პოლკოვნიკი ჰარი ვეილ ჰენრიკ პალდანიუსი შეცვლის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics