12:27 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 13:36:08, 1165 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

1 ივლისს „თიბისიმ“ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა „თიბისისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. გორისა და ქუთაისის შემდეგ ეს მესამე ფორუმია, რომელიც „თიბისი“ ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს, მათ შორის, სასტუმროს მენეჯმენტზე, ციფრულ სივრცეში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის  აქტუალურ საკითხებზე.

ფორუმის მონაწილეებს მაკრო-კონომიკურ მიმოხილვა გააცნო „თიბისის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ.

ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება, ნეთვორქინგი, გამოცდილების გაზიარება და მათი კომუნის გააქტიურებაა. ფორუმში მონაწილეობდნენ აჭარის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები. 

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics