17:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 10:49:06, 1544 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა არაფერს დათმობს

ოკუპანტებს შეუძლიათ  გამოიყენონ ათიათასობით  ჭურვი ფრონტის ერთ მონაკვეთზე. ეს არის რეალობა, ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს და, რა თქმა უნდა, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ჰიმარსის“ სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი, რომელიც პარტნიორებისგან მივიღეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

მისი თქმით, უკრაინა არაფერს თმობს და თანდათან წინ მიიწევს ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონსა და ზღვაზე.
„თუ ჩვენი არმიის სარდლობას გაჰყავს ხალხი ფრონტის გარკვეული წერტილებიდან, სადაც მტერს აქვს უდიდესი საცეცხლე უპირატესობა, კერძოდ ეს ეხება ლისიჩანსკს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ტაქტიკის წყალობით, თანამედროვე იარაღის მოწოდების გაზრდის წყალობით.

"უკრაინა არაფერს თმობს. როდესაც ვინმე იქ, მოსკოვში რაიმე ინფორმაციას ავრცელებს ლუგანსკის რეგიონის შესახებ - უნდა გაიხსენოს მათი დაპირებები 24 თებერვლამდე, ამ შემოჭრის პირველ დღეებში, გაზაფხულზე და ახლა.  რეალურად შეაფასონ რა მიიღეს ამ დროის განმავლობაში და რამდენი გადაიხადეს ამისთვის. ჩვენ თანდათან წინ მივდივართ - ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონსა და ზღვაზე: „ზმეინი“ ამის კარგი მაგალითია. დადგება დღე, როცა იგივეს ვიტყვით დონბასზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics