14:34 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 10:36:54, 1147 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ რუხაძე - როდესაც ჩვენ ქუჩაში ვდგავართ ათი ათასი ადამიანი, ღარიბაშვილს იცავს 50 ათასი

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი, ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ
მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებული სამართალდამცავების მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. 

მისი თქმით, ათი ათასი მშვიდობიანი მოქალაქისგან, პრემიერ-მინისტრს 50 ათასი პოლიციელი იცავს, თუმცა სანამ ირაკლი ღარიბაშვილს ხალხის ხმას არ გააგონებენ, არ დაიშლებიან. 

„როდესაც ჩვენ ქუჩაში ვდგავართ ათი ათასი ადამიანი, ღარიბაშვილს იცავს 50 ათასი. წარმოიდგინეთ, როდესაც ქუჩაში გამოვა ისევ ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიციელების საკმარისი რაოდენობა არ ეყოფათ, რომ მოქალაქეების მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტისგან დაიცვან. მადლობას გიხდით ყველას, ჩვენ აქ ჯერ კიდევ ვრჩებით. ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არ მისულა მთავრობის ადმინისტრაციაში და ამოცანა კვლავ ძალაშია, მას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმამაღალი პროტესტის ხმა",-განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მთელი ღამე გაათენეს. ისინი დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ და უწყებაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას ელოდებიან, რათა ხმაური შეეგებონ და დისკომფორტი შეუქმნან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics