15:46 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 22:31:57, 1207 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეების ნაწილი ღამეს „ქართული ოცნების“ ოფისთან გაათევს

სამი ათასი კაცი მივიდეთ "ქართული ოცნების" ოფისთან, დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არა ძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია, - ამის შესახებ იურისტმა, მიშა მშვილდაძემ აქცია "შინ ევროპისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯს უკან და არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს, მკაცრი კერები ბევრი გაჩნდება. 

"დღეს, რამდენიმე რამ მოხდება. დავიწყოთ პირველი. ახლა პირველ დაბიჯს გადავდგამთ, რადგან ხელისუფლებას ერთ საათში და 40 წუთში ეწურება ვადა. ეს ვადა იყო გადამდგარიყო სამარცხვინო ირაკლი ღარიბაშვილი მისი მთავრობით და მოგვცემოდა შესაძლებლობა, შეგვექმნა ეროვნული თანხმობის მთავრობა, არა ომისთვის, არამედ ევროპისთვის. პირველ რიგში, გვჭირდება 3 000 კაცი თქვენგან, მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან, ეს არის "ქართული ოცნების" ოფისი, დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არა ძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია და თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯს უკან, ასეთი კერები ბევრი გაჩნდება",- განაცხადა მშვენიერაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics