15:46 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 20:44:27, 1281 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ბუღაძე - არ დავიღლებით და მანამდე შევიკრიბებით აქ, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს

არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ აქცია "შინ ევროპისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყურად არ იღო დემონსტრაციის სახელით შეთავაზებული პირობები. 

"ჩვენი დემონსტრაცია ცხადია, ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ ცხადია, არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენი დემონსტრაციის სახელით, ჩვენ შევთავაზეთ "ქართულ ოცნებას" ისტორიის მიერ განსაზღვრული პირობები, რომელიც გულისხმობს ვადას, თუმცა ხელისუფლებამ ყურად არ იღო", - განაცხადა ბუღაძემ. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.  სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

დღეს პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს. 

აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიაა" და "შინ ევროპისკენ" არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics