16:27 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 14:22:55, 1182 ნახვა

საზოგადოება
გიგა მაქარაშვილი - ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველზე მთელი ღამე დავრჩეთ

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველზე დავრჩეთ მთელი ღამე,- ამის შესახებ მოძრაბა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ რაიმე პროვოკაციის მოწყობას ეცდება ეს კიდევ უფრო დააჩქარებს დასასრულს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველზე დავრჩეთ მთელი ღამე. იმის მიუხედავად, რომ კარგი ამინდია, მაინც წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი. ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით. ეს იქნება ძალიან საინტერესო ღამე, იმიტომ, რომ გვაქვს ეკრანი და გავა საინტერესო ფილმები. ასევე იქნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც იქნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ილაპარაკებენ მოქალაქეებთან.ჩვენ როგორც 20 ივნისს დავიწყეთ პოლარციზაციის დასრულება, როდესაც იქ სხვადასხვა გემოვნების ხალხი ერთად დავდექით ისე, რომ ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ამაღამაც ასე იქნება. გვექნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მოსაწყენად არავის ეცლება.ბევრს ვილაპარაკებთ ევროპის სიკეთეზე და ბევრს გავიხსენებთ იმ საზიზღრობას, რაც რუსეთს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ვიქნებით და როცა ბევნი ვართ ვერავინ ვერ მოგვეკარება. ასე რომ, საერთოდ არაფრის შეგეშინდეთ. თუ რაიმე პროვოკაციის მოწყობას ეცდება „ქართული ოცნება“ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს დასასრულს“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  დღეს 3 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან. 

სახალხო მოძრაობა „შინ ევროპისკენ" ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში, სახელმწიფო ინტერესების გათვალიწინებით, დათმოს აღმასრულებელი ხელისუფლება და სრულიად კონსტიტუციურად გადასცეს "ეროვნული თანხმობის მთავრობას - ევროკავშირისთვის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics