2022-07-01 19:33:48, 624 ნახვა
პოლიტიკა
ფინეთის საგარეო - NATO-ს მადრიდის სამიტზე თურქეთთან არცერთი პიროვნების ან ადამიანთა ჯგუფის ექსტრადირებაზე საუბარი არ გვქონია
შევთანხმდით, რომ ჩვენ ახლა გვაქვს ხელმოწერილი ტექსტი და ყველაფერი რაზეც შევთანხმდით ამ დოკუმენტშია . - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ფინეთს და თურქეთს NATO-ს მადრიდის სამიტის შემდეგ.
მისივე თქმით, არცერთი პიროვნების ან ადამიანთა ჯგუფის ექსტრადირებაზე საუბარი არ ჰქონიათ.
"შევთანხმდით, რომ ჩვენ ახლა გვაქვს ხელმოწერილი ტექსტი და ყველაფერი რაზეც შევთანხმდით ამ დოკუმენტშია. მადრიდში ჩვენ არ გვქონდა განხილვა არცერთ პიროვნებებზე ან რაიმე სიაზე". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ფინეთმა და შვედეთმა უნდა შეასრულონ ექსტრადირების შესახებ მოლაპარაკებების დროს მიცემული დაპირებები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,