16:27 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 17:34:45, 469 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურა - სიუჟეტი, სადაც ბრალდებული ჯ.კ. თითქოსდა პროკურატურის მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს, არის სიცრუე

 ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი, სადაც ბრალდებული ჯ.კ. თითქოსდა პროკურატურის მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს,  არის სიცრუე და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციის მცდელობას.,- საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით,  აღნიშნულ პირს ბრალდება წარუდგინა თაღლითობის და ძალადობის ფაქტზე, ხოლო ამავე საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ ორ პირს. 


"საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება წარუდგინა თაღლითობის და ძალადობის ფაქტზე, ხოლო ამავე საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ ორ პირს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის მარტში, ბრალდებულმა მის ნათესავს გ.ხ.-ს, თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თითქოსდა ქვეგირავნობით, ქუთაისში მდებარე საცხოვრებელი ბინა გადასცა. მოკლე დროში, ბრალდებულის ნათესავი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ბინიდან გამოაძევეს, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ფართი დაქირავებული ჰქონდა თავად ბრალდებულს და არ იხდიდა ქირის საფასურს. ზემოაღნიშნული ხერხით, ბრალდებული ნათესავის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა და ნათესავის ოჯახი მცირეწლოვან შვილთან ერთად დროებითი საცხოვრებლის გარეშე დატოვა.

ბრალდებულს მისი ნათესავი ბინიდან გამოსახლების შემდეგ, სისტემატურად სთხოვდა გადაცემული თანხის დაბრუნებას, ხოლო ეს უკანასკნელი მასთან კომუნიკაციას მუდმივად თავს არიდებდა. 2022 წლის 18 ივნისს, ნათესავი და მისი მეგობარი ქუთაისში შეხვდნენ ბრალდებულს და მის მეუღლეს, მათ შორის გამართული საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ხ.-მ, ო.გ.-მ და ჯ.კ.-მ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პროკურატურამ ჯ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარუდგინა, ხოლო ამავე კონფლიქტში მონაწილე გ.ხ.-ს და ო.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ცემა ჩადენილი ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინათ.პროკურატურა, სამივე ბრალდებულის მიმართ, გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,"- ვკითხულობთ განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics