|
2022-07-01 16:25:25, 564 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ელჩის გადადგომაზე - არაკომპეტენტურია, სალომე ზურაბიშვილმა მოიყვანა
არაკომპეტენტურია და მოიყვანა გარედან სალომე ზურაბიშვილმა,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკა კატუკიას განცხადებას გადადგომის შესახებ. ყოფილი ელჩი წერს, რომ საქართველოს მთავრობისთვის მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობა მიუღებელი აღმოჩნდა და მუდმივი ზეწოლის ქვეშ მუშაობდა. ვოლსკი კატუკიას ბრალდებების საპასუხოდ განმარტავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირი საჭიროება არ აქვს ვინმეზე ზეწოლა მოახდინოს. " არავითარი საფუძველი საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს მითუმეტეს ელჩზე არ გააჩნია. აქ რასაკვირველია არის კომპეტენციის თემა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია. ფაქტია, რომ იგი არაკომპეტენტური იყო, მოიყვანა გარედან საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავად სალომეც საუბარში აღიარებდა, რომ მისი კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდება დონეს, რომელიც ელჩს უნდა გააჩნდეს,"-აცხადებს ვოლსკი. ცნობისთვის, საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია თანამდებობას ტოვებს. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა,".ყოფილი ელჩი წერს, რომ საქართველოს მთავრობისთვის მისი პროფესიული გზა და პოლიტიკური მიუკერძოებლობა მიუღებელი აღმოჩნდა. გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით,- საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც „მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლის“ გამო თანამდებობა დატოვა.განცხადების თანახმად, ელჩმა თანამდებობა წინასწარი კონსულტაციის გარეშე დატოვა. "უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა,"- ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)