10:57 - 26 Jul, 2026
|
2022-07-01 15:46:20, 1396 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ხელოვნურ საფარიაანი სპორტული მოედნის მშენებლობა დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ხელოვნურ საფარიაანი სპორტული მოედნის მშენებლობა დაიწყო. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მშენებელი XXI „ ტერიტორიაზე ამჟამად მიწის მოჭრის სამუშაოებს ახორციელებს. სპორტული მოედანი აღიჭურვება საფეხბურთო კარით და საკალათბურთო ფარებით, მოეწყობა გარე განათებაც. სპორტული მოედნის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება 86 692 ლარია. სოფელ მეტეხში სპორტული მოედნის მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობაში და ახალგაზრდებში ხელს შეუწყობს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)