16:55 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 13:27:17, 966 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოხანაშვილზე - ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა

ღირსეული კაცი ანრი ოხანაშვილი ევროპული განათლებით, რომელმაც ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გუშინ, ამერიკის საელჩოში მომხდარმა ინციდენტმა აჩვენა, თუ რა განსხვავებაა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. 

ამაზე უფრო სიმბოლური ამ დღეებში ვერაფერი მოხდებოდა!

ერთ მხარეს - პროვოკატორი, მატყუარა, უმორალო, უთავმოყვარეო, მკვლელი ჭუტა წერეთელი და მეორე მხარეს - წესიერი, საქმიანი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ანრი ოხანაშვილი ევროპული განათლებით, რომელმაც ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა. 
ერთი თბილისში მამის ფულების იმედით ბავშვებს  რომ ხოცავდა, მაშინ მეორე, სიმწრით მოპოვებული დაფინანსებით, ევროპაში სწავლობდა და სადოქტოროს იცავდა. 

ზუსტად ასეთი განსხვავებაა ნაცებსა და ქართულ ოცნებას შორის.

P. S. ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ ნაცების კიდევ ერთი სახე, ბაჩო ახალაია, რომელიც "პოლიტპატიმრობას" ცდილობდა, სტრასბურგმა გუშინ ისევ ჯალათად დატოვა..!",- წერს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით,  ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია.

ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვონ  მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics