17:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 13:28:51, 833 ნახვა

საზოგადოება
თეიმურაზ მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო ფორუმში „ევროპა მსოფლიოში: სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმი, როგორც რეგიონული თანამშრომლობის მოდელი"  მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ევროკავშირის წევრი და ფორუმის მონაწილე 53 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის განხილული იყო, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიანი მექანიზმის პარტნიორობა წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან და ასევე, ზოგადად მსოფლიოსთან. გარდა ამისა, გაზიარებული იყო ევროკავშირის მზადყოფნის, პრევენციისა და რეაგირების ქმედებებიდან მიღებული გამოცდილება და წინადადებები.

ფორუმში მონაწილეობის გარდა, ვიზიტის ფარგლებში, თეიმურაზ მღებრიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების და ჰუმანიტარული დახმარების დირექტორატის კატასტროფებზე მზადყოფნისა და პრევენციის დანაყოფის ხელმძღვანელთან - ჯულია სტიუარდ-დევიდსთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, ქართული მხარის მზაობაზე 2023 წელს უმასპინძლოს ფართომასშტაბიან საველე სწავლებას, რომელიც დაიგეგმა ევროკავშირის პროგრამის "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენცია, მათზე რეაგირება და მზადყოფნა" ფარგლებში. საველე სწავლებას უმასპინძლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მორეაგირე ჯგუფები.  

ბელგიის სამეფოში ქართულ დელეგაციის წევრები, ასევე, იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების და ზედამხედველობის დეპარტამენტის და ამავე სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიან მექანიზმთან და სამოქალაქო უსაფრთხოების და ჰუმანიტარული დახმარების დირექტორატთან აქტიურად თანამშრომლობს. სხვადასხვა დროს ევროკავშირის ხელშეწყობით სამსახურისთვის არაერთი მნიშვნელოვანი სწავლება და ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი განხორციელდა. სასწავლო პროგრამები წარმოადგენს სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიანი  მექანიზმის მზადყოფნის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს, რომლის მიზანია საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყნების დახმარების მიზნით უზრუნველყოს სისტემაში არსებული სამოქალაქო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის ექსპერტების მომზადება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics