|
2022-07-01 10:56:08, 678 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქ რიადიდან და ჯედადან საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ პირველი პირდაპირი რეისები Airbus A320neo ტიპის სრულიად ახალი საჰაერო ხომალდებით შეასრულა. მათი ცნობით, პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტავ ჯორჯიას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და ავიაკომპანია Flyadeal-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. „გვაქვს საკმაოდ დადებითი ტურისტული მოლოდინები. ჩვენს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ერდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. მოხარულები ვართ, რომ პირველსავე რეისზე ხომალდი სრულად იყო ჩამომფრენი მგზავრებით დატვირთული. საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია საუდის არაბეთში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას საუდის არაბეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტები შეემატება. იმედი გვაქვს, რომ მალე Flyadeal საქართველოს სხვა აეროპორტებშიც იფრენს“,- აცხადებს თამარ არჩუაძე. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ერთდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან ასრულებს, 4 ივლისიდან რიადს და ჯედას ქალაქი დამამიც დაემატება. საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)