16:57 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 10:48:12, 737 ნახვა

პოლიტიკა
სამხარაძე წერეთელზე - ყურში დედის გინების ჩაჩურჩულება, რა არაკაცობა, ჩმორობა და სიბინძურეა

რომ კითხო, თავმოყვარე კაცი ვარო გეტყვის და ადამიანის გვერდით გაყვანა და ყურში დედის გინების ჩაჩურჩულება, პროვოკაციის გარდა, რა არაკაცობა, ჩმორობა და სიბინძურეა, ალბათ ახსნაც არ ჭირდება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე წერს.

მისი თქმით, ვინც საქართველოში ასეთი საქციელისთვის ვინმეს გაამართლებს და საპასუხო რეაქციას გაამტყუნებს, ის ცალკე უთავმოყვარეო არამზადაა.

„რომ კითხო, თავმოყვარე კაცი ვარო გეტყვის და ადამიანის გვერდით გაყვანა და ყურში დედის გინების ჩაჩურჩულება, პროვოკაციის გარდა, რა არაკაცობა, ჩმორობა და სიბინძურეა, ალბათ ახსნაც არ ჭირდება, დეტალებსაც მაგიტომ ვწერ!

ვინც საქართველოში ასეთი საქციელისთვის ვინმეს გაამართლებს და საპასუხო რეაქციას გაამტყუნებს, ის ცალკე უთავმოყვარეო არამზადაა!“ - წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით,  ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია.

ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვონ  მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics