2022-06-30 21:41:29, 880 ნახვა
პოლიტიკა
ტვ პირველი - მოვითხოვთ აშშ-ს საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები
მოვითხოვთ აშშ-ს საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. - განაცხადეს "ტვ პირველში".
მათივე თქმით, დამოუკიდებელი მედიის მფლობელს, თავს უმრავლესობის ლიდერები დაესხნენ.
"ქართული ოცნების დეპუტატები შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ტვ პირველის მფლობელ ვატო წრეთელს.
"ტვ პირველი" მოითხოვს, შეერთებული შტატების საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს მის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოხანაშვილი არ ყოფილა ერთადერთი ადამიანი, ვინც ,,ქართული ოცნებიდან" ფიზიკურად ,,ტვ პირველის" მფლობელს გაუსწრდა: თავდასმხმელთა რიგებში იყო დეპუტატი მგალობლიშვილი, ზარქუა და ოდიშარია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,