17:34 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 16:06:34, 496 ნახვა

საზოგადოება
Wizz Air ქუთაისიიდან საფრანგეთისა და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით რეისების შესრულებას განაახლებს

1-ელი აგვისტოდან ევროპის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილისა და ავიაკომპანია Wizz AIR-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის ჟაჟა ტრუბელის შეხვედრაზე იქნა მიღებული.

ავიაკომპანიის Wizz Air-ის წარმომადგენელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს თბილისსა და ქუთაისში მართავს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე.

თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისი ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ - უნგრული ავიაკომპანია მეორე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს საქართველოში და პირველი აგვისტოდან შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის ევროპული მიმართულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტენდენციას, რომ საქართველოში როგორც ტურიზმი, ასევე სამოქალაქო ავიაცია სწრაფად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უნგრულ ავიაკომპანიასთან, რომ ერთობლივად მოხდეს სწორი მიმართულებების ინდენტიფიცირება, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას მეტი ევროპელი ტურისტი შეძლებს. ამასთან, Wizz Air-ი გეგმავს, გაზარდოს ფრენების სიხშირე სხვა მიმართულებებზე, რომელთაც დღეს რეისებს ქუთაისიდან ასრულებს“ , - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებს, რომელიც ევროპაში და საქართველოშიც, ტურიზმის სწრაფ აღდგენას თან ახლავს.

ჟაჟა ტრუბეკი თბილისის შემდეგ ქუთაისში ჩავა, სადაც დავით აღმაშენებლის განახლებულ აეროპორტს დაათვალიერებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და ისაუბრებს ახალი მიმართულებებისა და ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილი სხვა სიახლეების შესახებ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics