17:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 10:34:32, 785 ნახვა

საზოგადოება
სამეცნიერო ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება დანიის ქალაქ ორჰუსში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანიის „Georgisk vin“ ინიციატივით,  დანიის ქალაქ ორჰუსში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა.

სააგენტოს ცნობით, ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“  იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის  წარმოება, რაც უწყვეტად გრძელდება. ორმოცწუთიანი ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით.

მათივე ცნობით, ფილმის დასრულების შემდეგ, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც ღვინის ეროვნული  სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა.

კომპანიის „Georgisk Vin“ დამფუძნებლის, სოფო საღარაძის ორგანიზებით,  ორჰუსში, ღვინის კლუბში „Capo Aarhus“ გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს, ქართული სამზარეულოს, ღვინის ისტორიისა და მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ, რომელსაც ასევე გიორგი თევზაძე უძღვებოდა. ღონისძიებას დაესწრნენ დანიის სომელიეთა სასწავლებლის, ღვინის აკადემიის, სასტუმროებისა და რესტორნების სკოლის, ასევე, ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები, რომლებიც თანამშრომლობენ მიშელინის ვარსკვლავის მქონე ადგილობრივ რესტორნებთან.

საგეენტოს ცნობით, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო დანიაში მარკეტინგულ ღონისძიებებს გეგმავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics