2022-06-29 16:24:44, 1021 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების გეგმა მალე განხორციელდეს
გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების გეგმები მალე განხორციელდეს. - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
მისივე თქმით, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
" კონკრეტული ვადები არ არსებობს, მაგრამ ეს იქნება სწრაფი პროცესი რათა განხორციელდას ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების გეგმების რატიფიცირება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. მადრიდში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სამი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს და გადაწყვიტეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაზვერვის გაცვლის თანამშრომლობის მექანიზმის შექმნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,