17:34 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 16:07:21, 880 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა

 

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70 სტუდენტი გერმანიაში გაემგზავრა. სტუდენტები 3 თვის განმავლობაში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას ტურიზმის სფეროში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

,, მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები თეორიულ ცოდნასთან ერთად, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს საზღვარგარეთ, რაც მათ მომავალში წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს.

დღეს, როგორც მთავრობის, ისე ყველა მოქალაქის მთავარი ამოცანაა გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზას ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად აუცილებლად წარმატებით გავივლით" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

 

საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება. 2013 წლიდან საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში ბსუ-ს 700 -ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით,  2022 წელს, ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სტუდენტთა დახმარების და სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლის პროგრამებით 2018-2022 წლებში სწავლა დაუფინანსდა  5000 ზე მეტ სტუდენტს.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics