17:34 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 13:47:33, 1447 ნახვა

საზოგადოება
გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა

გორში, სტალინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში 5 წლის ბავშვი დაშავდა იმის გამო, რომ აივნიდან ფიცარი ჩამოვარდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, დაშავებული ბავშვი კლინიკა გორმედში გადაიყვანეს,თუმცა გამოკვლევების მიზნით, თბილისის კლინიკაში გაგზავნეს.

საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფიცარი ერთ-ერთი ბინის აივნიდან ჩამოვარდა და ეზოში მოთამაშე ბავშვს დაეცა. 

სტალინის გამზირზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ორი წელია სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, გამოცემის ცნობით, მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარს სამუშაოებთან შეხება არ აქვს, რადგან კორპუსს, საიდანაც ფიცარი ჩამოვარდა, რეაბილიტაცია არ უტარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics