|
2022-06-29 12:17:23, 1360 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა
ბათუმის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა. სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 198 900 ლარამდე გაიზარდა, შესაბამისად სერვისით დამატებით 50-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს. ჯამში, წელს პროგრამა 450-მდე სმენადაქვითებულ პირზეა გათვლილი, უკვე გაცემულია 380 ერთეული სმენის აპარატი. პროგრამის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი გაეცნო. "მოსახლეობის მომართვიანობის გამო სამინისტრომ პროგრამის ბიუჯეტი გაზარდა. წელს პირველად დაიწყო პედიატრიული ციფრული სმენის აპარატების დაფინანსება. პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ, შშმ პირები (მათ შორის ბავშვები), ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითებული ბავშვი, ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები დიაგნოზით - ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე, ან სმენაჩლუნგობა II-III ხარისხის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. პროგრამის ფარგელბში სმენის აპარატების მომსახურება ფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: შშმ სტატუსის მძიმე ხარისხის სმენადაქვეითების მქონე ბავშვის/მოსწავლის/სტუდენტისათვის - 1400 ლარით; პედიატრიული ციფრული სმენის აპარატი - 1000 ლარით; სხვა ბენეფიციართათვის - 350 ლარით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)