2022-06-27 21:15:24, 1629 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო - რვა ბერძენი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა
რუსეთმა რვა ბერძენი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ პირებს ქვეყნის დასატოვებლად რვა დღიანი ვადი აქვთ.
" რვა ბრძენი დიპლომატი ცხადდება, როგორც პერსონა ნონ გრანტი, ამის მიზეზია რუსეთის მიმართ საბერძნეთის ხელისუფლების კონფრონტაციული კურსი, მათ შორის კიევის რეჟიმისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,