19:31 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 19:23:08, 984 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - ღარიბაშვილისა და სხვა პოლიტიკური არარაობების ბოდვას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ამოცანა, რაც ივანიშვილის რეჟიმის მოშორებას ნიშნავს

ღარიბაშვილისა და სხვა პოლიტიკური არარაობების ბოდვას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ამოცანა, რაც ივანიშვილის რეჟიმის მოშორებას ნიშნავს. - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, მთავარია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გავაცნობიეროთ, რომ სანამ ეს რეჟიმი, ივანიშვილის და მისი გარემოცვა გვყავს, ჩვენ თავისუფალი, დაცული ქვეყანა ვერ გავხდებით. ვერ გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რომ გაგვიმართლოს რაღაც ეტაპზე, ეს არსებითად შეუთავსებელი ამბავია. 

„ყველაფერი დანარჩენი, რაც ან ბუნდოვანებას შეუწყობს ხელს ან რამე ილუზიას, რომ მათთან საუბრით შედეგის დადგომაა შესაძლებელი,  არის ქვეყნისთვის საზიანო. მათთან, როგორც რეჟიმთან მოლაპარაკებები, მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, როდესაც ზღვარზე იქნებიან ანუ თითქმის შეგუებულები როცა იქნებიან ძალაუფლების დათმობას. მერე გახდება საჭირო საუბარი, როგორ უნდა წავიდნენ ქვეყნის დაუზიანებლად, ოღონდ ამაზე დროზე ადრე საუბარი, რაღაც ილუზიების შექმნა ამ რეჟიმის პირობები ქვეყნის ტრანსფორმაციაზე ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს მოძრაობა, „სირცხვილიას“ წევრმა შოთა დიღმელაშვილმა, 3 ივლისს მორიგი აქცია დააანონსა. დიღმელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა მათ მიერ შემუშავებული გეგმის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მასშტაბური აქციები მოეწყობა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics