2022-06-27 17:31:25, 1242 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო - სანქციებს ვუწესებთ კანადის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარეს და კიდევ 42 პირს
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების საპასუხოდ მოსკოვმა 43 კანადელის ქვეყანაში შესვლა აკრძალა. - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, დასანქცირდა კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე სიუზან კოუენი.
" სანქცირებულ პირებს შორის არიან კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე, სიუზან კოუენი და ინგლისისა და კანადის ბანკების მმართველი, მარკ კარნი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,