18:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 10:57:44, 812 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს - ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კასპის რაიონში, სოფელ თვალადში არსებული ლუდსახარში ფართოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 95 000 ლარს უტოლდება. ბანკის მხარდაჭერით კი 47 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.

კომპანია ყოველთვიურად 5 ტონა გაუფილტრავ ლუდს აწარმოებს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს.

„ბანკთან პარტნიორობით ახალი სამაცივრე ინვენტარი და ლუდის სახარში ცისტერნები შევიძინეთ. ასევე, ჭაბურღილი გავმართეთ. შედეგად, წარმოებისა და რეალიზაციის მოცულობა გაგვეზარდა. ჩვენს პროდუქციას მისი ნატურალურობა გამოარჩევს და გვსურს, წარმოება სამომავლოდ მეტად გავზარდოთ და ამით რეგიონის განვითარებას ხელი შევუწყოთ“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, ილია გურასპაშვილი.

„ინფორმაციისთვის, “საქართველოს ბანკმა” ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს შესაძლებლობა ეძლევათ, სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით, მათთვის საჭირო სერვისებზე ისარგებლონ, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა.

ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics