18:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 02:03:35, 2230 ნახვა

საზოგადოება
ის, რაც საცურაო აუზის შერჩევისას უნდა იცოდეთ

ცურვა ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია, თუმცა როდესაც აუზის შერჩევის საკითხი დღის წესრიგში დგება, გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს. ამის მიზეზი საცურაო აუზების შესახებ ინფორმაციის სიმწირეა, ამიტომ წარმოგიდგენთ იმ კრიტერიუმებს, რომელიც შერჩევის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ. 

● ვისაც ცურვა უყვარს, თანხმდება იმაზე, რომ აუზის ზომა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, რათა მოცურავეებმა ცურვისას ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. თუ გასაბერი აუზის შერჩევას ოჯახისთვის გეგმავთ, აირჩიეთ 6-7 ადამიანზე გათვლილი, კოროზიის გამძლე მეტალისგან დამზადებული მოდელი, რომელიც აუზის დეფორმირებასა და დაზიანებას აგაცილებთ თავიდან;

● აუზში წყლის სისუფთავის შენარჩუნება უმთავრესია, რაც, დიდწილად, გამართულ ფილტრაციის სისტემაზეა დამოკიდებული. დიდ აუზებს ფილტრი აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს, რადგან დაბინძურებასთან ერთად შესაძლოა მისი ფსკერიც კი დაზიანდეს. 

● აუზის შერჩევისას მნიშვნელოვანია მისი გამოყენების უსაფრთხოებაც განისაზღვროს. აუზში დაცემა შესაძლოა ტრავმის გამომწვევი მიზეზი გახდეს, ამიტომ გასაბერი აუზის შერჩევისას ისეთ მოდელს მიანიჭეთ უპირატესობა, რომელსაც ფსკერი გაბერილი აქვს. ასევე აუცილებელია აუზს მოჰყვებოდეს კიბე და თოკები, რათა სტრუქტურა გადაყირავებას გადაურჩეს;

● 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 2-3 მეტრის სიღრმის მოდელი შესაფერისია, რომელიც მოზარდებს თავისუფალი ცურვის საშუალებას მისცემს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საცურაო აუზში მცირეწლოვნების უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია. 

სად და როგორ შევიძინოთ საცურაო აუზი?

Liloshop იდეალური ადგილია მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტული ფასი, ხარისხი და არჩევანის მრავალფეროვნებაა. თქვენი გემოვნების შესაფერისი მოდელის შერჩევა ისეთ მოდელებს შორის შეგიძლიათ, როგორიცაა:

● უჟანგავი ლითონის, ანტიკოროზიული აუზები;

● კარკასული აუზი ქვიშისა და კარტრიჯული ფილტრით;

● გასაბერი აუზი ბავშვებისთვის;

● ასაწყობი აუზი აქსესუარების მთელი კომპლექტაციით;

ლილოშოპში ფასები საცურაო აუზის აღჭურვილობის, მოცულობისა და მასალის მიხედვით იცვლება. გაითვალისწინეთ, რომ მრგვალი მოდელების შერჩევა გაცილებით უფრო მომგებიანია, რადგან აღნიშნული ფორმის აუზში წყლის ზეწოლა დაბალანსებულია. გაითვალისწინეთ, რომ თუ ქიმიურ ნივთიერებას არ იყენებთ წყლის შეცვლა, გასაბერი აუზის მოწყობისას, ყოველდღიურად აუცილებელია. 

კოვიდ პანდემიამ ონლაინ ვაჭრობა უფრო მასშტაბურ და პოპულარულ ფორმად აქცია. ამ გზით კონტაქტები შეზღუდულია და სასურველი ნივთის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეიძლება. თუ საცურაო აუზის შერჩევას დისტანციურად გადაწყვეტთ, ლილოშოპში შერჩეულ მოდელს სასურველ ადგილას მიიღებთ. ამით დამღლელ გადაადგილებას და სიცხისგან წარმოქმნილ დისკომფორტს აირიდებთ თავიდან. საბოლოო ჯამში, ამ გზით, ცხელ ზაფხულში სასიამოვნო დღეების გატარება გარანტირებულია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics