|
2022-06-26 12:28:59, 1092 ნახვა
საზოგადოება
თბილისი პრაიდი - მოვითხოვთ, მთავრობამ მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას სამივე ღონისძიებაზე
მოვითხოვთ, მთავრობამ მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას და დადაგეგმილ ღონისძიებებს,- განაცხადეს „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლდებმა საგანგებო ბრიფინგზე. მათივე თქმით,პოლარიზაციის შემცირების მიზნით, „ღირსების მარშის“ ჩატარება არ იგეგმება და სანაცვლოდ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება, თუმცა ამის მიუხედავად, ორგანიზაცია ალტ-ინფო ღიად აცხადებს, რომ კვირეულს თავს დაესხმევა. "ძალიან შეგნებულად და გააზრებულად გადავწყვიტეთ, საზოგადოების პოლარიზაციის და ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით, არ ვატარებთ ღირსების მარშს, პრაიდ კვირეულის ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ჩატარდება, თუმცა ამის მიუხედავად პრორუსული და ძალადობრივი პარტია ალტ-ინფო ღიად აცხადებს, რომ კვირეულს თავს დაესხმევა და 5 ივლისის მოვლენებს გაიმეორებს. 2 თვეა კომუნიკაცია გვაქვს შსს-სთან დაგეგმილი ღონისძიებებისა და ასევე გაჟღერებული მუქარების შესახებ. შსს გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიას და ამ საკითხთან დაკავშირებით თავადაც გააკეთებენ საჯარო განცხადებას. გამოძიება დაწყებულია ძალადობრივი მოწოდებების ფაქტებზე. გვაღელვებს ფაქტი, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გვესმის ლგბტ თემის მიმართ დამაზიანებელი და ძალადობრივი განცხადებები. ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასი და ცდილობს დაგვაკავშიროს პოლიტიკურ პარტიებთან. ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ 5 ივლისის მოვლენებში ალტ-ინფოს ბრალს ვერ ხედავს და ქმნის დაუსჯელობის სინდრომს.მოვითხოვთ, მთავრობამ მკაფიოდ და ღიად განაცხადოს, რომ დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას სამივე ღონისძიებაზე"- აცხადებს თბილისი პრაიდის წარმომადგენელი. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 5 ივლისის მოვლენების სამართლებრივი მხარის შეფასებისას განაცხადა. რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კონსტანტინე მორგოშიამ ძალადობა ჩაიდინა და სამართლებრივად არ დაისაჯა. "თქვენ იცით რომელიმე სახელი და გვარი ორგანიზატორის, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? აბა, ერთი სახელი და გვარი მითხარით. რა გააკეთა, პირობოთად, მორგოშიამ? რა გააკეტა მორგოშიამ? მე ახლა ამაში ვერც შევალ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა, მაგრამ იმ სტანდარტით რომ წავყვეთ ჩვენ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ, საუბარია მორგოშიას და მახარაძის დასჯაზე, მაშინ გამოვა, რომ ოპოზიციიდან იქნება ნახევარი პოლიტიკური სპექტრი დასაჭერი. რა მნიშვნელობა აქვს, ვიღაც მედიაზე ძალადობს თუ პოლიტიკოსზე? აქ საუბარია სისხლის სამართლის სტანდარტებზე. სისხლის სამართლის სტანდარტი იცით რა არის და მორგოშიამ რა თქვა? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, მე ასე მგონია. ჩემი პრეროგატივა ეს არ არის, მაგრამ ასე იქნებოდა, მაგრამ, არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს მტკიცებულების სტანდარტი და უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის მაგალითად გამონათქვამს აქვს მიზეზობრივი კავშირი შემდეგ ძალადობასთან," - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)