2022-06-25 17:25:21, 1115 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ფინანსთა მინისტრი - გერმანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიარდი ევროთი დააფიანსებს
გერმანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიარდი ევროთი დააფიანსებს. - განაცხადა უკრაინის ფინასთა მინისტრმა.
მისივე თქმით, საგრანტო თანხა სრულად მოხმარდება უკრაინის ომის დროს სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფინანსებას.
„ გერმანიას მადლობა პირადად თქვენ, თქვენს გუნდსა და პროცესის ყველა მონაწილეს, რომელთა ძალისხმევითაც ჩვენ ძალიან სწრაფად მივაღწიეთ შეთანხმებას ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,