16:33 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 13:20:53, 1226 ნახვა

რეგიონი
აჭარა პოლონეთის კულინარიულ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

 

აჭარული სამზარეულო პოლონეთში კულინარიულ ფესტივალზე “Fortress of Tastes“ იყო წარმოდგენილი. ვრცოლავთან ახლოს ჩოჰას ისტორიულ ციხე-სიმაგრეში გამართული ფესტივალის სტუმრებს კერძების, ღვინისა და ქართული ნუგბარის დაგემოვნების პარალელურად ქართულ ფოლკლორ შოუზე დასწრების საშუალებაც ჰქონდათ. ფესტივალზე რეგიონის გასტრონომიული პოტენციალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქართველ შეფმზარეულებთან და ტურისტული სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ჩოჰას კულინარიული ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა და მასში აჭარა პირველად ღებულობდა მონაწილეობას. საინტერესო მდებარეობის გამო ფესტივალს 15 000-მდე ვიზიტორი პოლონეთის მეზობელი ქვეყნებიდან გერმანიიდან და ჩეხეთიდანაც სტუმრობდა. ფესტივალზე განსაკუთრებული პოპულარულობით შუასაუკუნეების დროინდელი რეცეპტურით დამზადებული კერძები და სასმელები სარგებლობდა.

მათივე ცნობით, კულინარიულ ფესტივალში მონაწილეობით ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო პოლონეთში, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია აქტიურად მიმდინარეობს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics