|
2022-06-23 22:21:16, 1093 ნახვა
პოლიტიკა
Tbilisi Pride - ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს გასული წლების რიტორიკას და ცდილობს ლგბტქ თემისგან „მტრის ხატის” შექმნას
ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს გასული წლების რიტორიკას და ცდილობს ლგბტქ თემისგან „მტრის ხატის” შექმნას. - განაცხადა TBILISI PRIDE-მ საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ. მათივე თქმით, გასული წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. " 22 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან, “თბილისი პრაიდის” შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ. ღარიბაშვილი: "დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, ვინ იყო ამის ორგანიზატორი კარგად ვიცით, ელგებეტე ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია, ეს ერთი ორგანიზმია, ამათ უკან დგას სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, მათი წახალისებული იყო აი, ეს ვითომ ღირსების მარში, თუ რაღაც რომ ჩაეტარებინათ, პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა, მასობრივი, შეტაკებები, პოლიციას გამოეყენებინა ძალა”. ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს გასული წლების რიტორიკას და ცდილობს ლგბტქ თემისგან “მტრის ხატის” შექმნას პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, ამ თავდასხმებით კი, რეალურ და აშკარა საფრთხეს უქმნის ლგბტქ ადამიანებს, აქტივისტებს და მხარდამჭერებს. გასული წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რითაც მწვანე შუქი აუნთო ძალადობრივ დაჯგუფება “ალტ-ინფოს”, რომელმაც ლგბტქ აქტივისტებზე და მედიაზე ღიად ნადირობა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას ამ ძალადობის არცერთი ორგანიზატორი დღემდე არ დაუსჯია. Პრემიერ-მინისტრის სიძულვილის შემცველი განცხადებები და ქმედებები საზიანოა არამხოლოდ ლგბქტ ადამიანებისთვის და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის, არამედ ქვეყნის ევროპული არჩევანისთვისაც, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია. გვინდა შევახსენოთ Სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თუ რა პასუხისმგებლობას აკისრებს მათ საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო შეთანხმებები და ევროინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოსთვის სტატუსის გადაცემა მოხდება მაშინ, როცა მთავრობა დააკმაყოფილებს დასახულ პრიორიტეტებს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)