|
2022-06-23 16:09:35, 971 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით Tbilisi Open Air ბრუნდება
Tbilisi Open Air იწყება! „თიბისის“ მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air გაიმართება. Tbilisi Open Air 2022-ის ჰედლაინერი ბრიტანული ინდი როკ ჯგუფი Alt-J იქნება, რომლის მთავარი წარმდგენი „თიბისია“. ჰედლაინერები ასევე არიან ამერიკული დრიმ პოპ ბენდი Cigarettes After Sex და ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, MokuMoku, Konoba. ღონისძიებაში სულ 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. 2022 წელს „თიბისის“ არსებობის 30 წელი შეუსრულდა. „თიბისი“ 30-ის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულება ახალი თაობის მხარდაჭერაა. „თიბისი“ ზრუნავს ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობაზე. ის უკვე არაერთი წელია მხარს უჭერს Tbilisi Open Air-ს და ფესტივალთან ერთად წარმატებულ, ფერად დღესასწაულს ქმნის. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია მუსიკალური კულტურის განვითარება და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება Tbilisi Open Air-თან 13 წლიანი მეგობრობაც. Tbilisi Open Air 2022 ტრადიციულად ლისის საოცრებათა ქვეყანაში გელოდებათ. წელს, ყველასთვის საყვარელ ფესტივალზე მისასვლელად, 24, 25 და 26 ივნისს 14:00 საათიდან მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორიიდან ფესტივალის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. მიკროავტობუსი გაჩერდება ფესტივალის მთავარ შესასვლელთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკით გეითებთან მოხვდებით. ეს ერთადერთი გზაა ფესტივალის ტერიტორიაზე შესასვლელად. ბოლო მიკროავტობუსი მეტრო უნივერსიტეტიდან გადის ღამის 01:00 საათზე, უფასო ტრანსპორტის მოძრაობა ფესტივალის ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით წყდება ღამის 02:00 საათზე. შემოუერთდი ფესტივალს ადრე! მოდი ფეხით ან ველოსიპედით! განტვირთე მოძრაობა, იზრუნე სხვებზე და მიიღე სიამოვნება საყვარელი არტისტების შესრულებით. Tbilisi Open Air 2022 ელოდება თითოეულ თქვენგანს! მარშრუტის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.facebook.com/tbilisiopenair/posts/pfbid0Dx1Fj2w8st8Wrvw3yjKiEvUh2dxcsgKuiNwaAiZqD8FWRVbDqLeLy84pHqCR5xWxl
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)