23:15 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 19:55:43, 1099 ნახვა

პოლიტიკა
არახამია - არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი, საქართველოს პრემიერის გავრცელებულმა ფეიკებმა

არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი, საქართველოს პრემიერის გავრცელებულმა ფეიკებმა. - განაცხადა რადას ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ და ქართველ ხალხს მიმართა.

მისივე თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი

"გამარჯობა საქართველო. მინდა, გამოვეხმაურო ფეიკებს, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი ავრცელებს. მან თქვა, რომ არახამია, ანუ მე, ვიყავი ევროპასა და აშშ-ში და ვესაუბრე ევროკავშირის წევრებს, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება უკრაინის მეგობარი! მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ხალხს უკრაინისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, უკრაინა და მისი ხელისუფლება მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი... და გთხოვთ, არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულმა ფეიკებმა". - განაცხადა არახამიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მაღალჩუნოსნები საქართველოს ომში ჩამთრევად მოიხსენიე და ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდებებს უკრაინიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics