2022-06-22 17:04:33, 847 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი აკაკი მინაშვილს - აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი
აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი, - ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს აკაკი მინაშვილს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა.ღარიბაშვილის ამ განცხადებას მოჰყვა აკაკი მინაშვილის მხრიდან ხმაური, რომელმაც პრემიერი სიცრუეში დაადანაშაულა.
„ნუ ყვირი, კაცო. კარგად იცი ეს შენ. ნუ არტისტობ ახლა, აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი“, - მიმართა ღარიბაშვილმა მინაშვილს.
„თუ ნერვების მოთოკვა არ შეგიძლიათ, ესეც გვითხარით და დატოვეთ დარბაზი, აქ სხვები, კოლეგები უსმენენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას სხდომის ჩაშლის საშუალებას არ მისცემს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,