20:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 13:17:55, 1038 ნახვა

საზოგადოება
Bloomberg - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group- ის ყოფილი ბანკირის თაღლითობის შედეგად, დაახლოებით 607 მილიონი დოლარი დაკარგა

 ქართველმა მილიარდერმა,  ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group AG- ის  ყოფილი ბანკირის თაღლითური სქემის შედეგად,დაახლოებით 607 მილიონი დოლარი დაკარგა,- წერს გამოცემა Bloomberg.

  მედიის ინფორმაციით, ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჰარგუნმა სამი თვის წინ ზარალი 553 მილიონი დოლარით შეაფასა. ახალი შეფასებით კი, ივანიშვილის ზარალი მარტში 10%-ით მეტია. 

Credit Suisse Life -ის შესახებ მოსამართლემ  განმარტა, რომ ბანკის  განყოფილებამ "თვალი დახუჭა" თაღლითის, პატრიკ ლესკოდრონის დანაშაულზე. თავის მხრივ ბანკი ირწმუნება, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა, თაღლითურ საქმიანობას მალავდა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კერძო საბანკო სფეროში კლიენტი იყო. სწორედ, მაშინ გახდა ცნობილი რომ ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან. ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიაში რამდენიმე საჩივარი შეიტანა და  „კრედიტ სუისის“ ბერმუდის შვილობილ კომპანიას უჩივლა.   Credit Suisse-ი, დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი იყო წარმატებული თაღლითი ოპერატორი, რომელიც 2018 წელს სისხლის სამართლის წესით დამნაშავედ ცნეს და 2020 წელს ვადამდელი გათავისუფლების შემდეგ, თავი მოიკლა.​ ლესკოდრონის წინააღმდეგ შვეიცარიაში წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ ბანკი დამნაშავე მხარე იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics