|
2022-06-22 12:11:53, 729 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდება
„დაბა აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტდება“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, საკურორტო ზონებში პირველადი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, აბასთუმანში, ამბულატორიის გარდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიც განთავსდება. დაბა აბასთუმანში ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ილია ღუდუშაურთან ერთად იმყოფებოდა, სადაც „აბასთუმნის ფილტვის ცენტრიც“ დაათვალიერა. ცენტრში ბენეფიციარებს სახელმწიფო პროგრამით, 20 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი უფასოდ უტარდებათ. პაციენტთა რეაბილიტაციის პროცესი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამედიცინო და სამეცნიერო პოტენციალის ბაზაზე, წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)