|
2022-06-22 11:38:34, 825 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კანდიდატის სტატუსზე - ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, საერთოდ საოცრებაა, არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო
ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, საერთოდ საოცრებაა, არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს მუშაობა წინასწარი დათქმების შესრულებაზე, ისევე როგორც ეს მოხდა ასოცირების ხელშეკრულებასთან და ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში. "პირადად მე, ველოდებოდი იმას, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილებ არ იქნება მიღებული და ამასაც, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ახსნა. საზოგადოებას ყველაფერი უნდა ვუთხრათ, არაფერი აქ დასმალი არ არის, თუ რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული მაშინ, როდესაც საუბარი იყო 3 ქვეყანაზე - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. სამივე ქვეყანას, ფაქტიურად, ერთნაირი დათქმები აქვს - რაღაც უნდა გამოასწორონ, რაზეც უნდა იმუშავონ და ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხაროა და ვიცით, ეს ყველაფერი რატომ მოხდა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ რაც არის წინასწარი დათქმები, ყველაფერი უნდა იქნეს შესრულებული და როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში, იგივე ვიზალიბერალიზაცია, ყველაფერს, რა თქმა უნდა, მივიყვანთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, მივიღებთ სტატუსს. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე. პირდაპირი განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, რაც გულდასაწყვეტია. 30 წელია, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საერთოდ საოცრებაა, არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო,"- აცხადებს კალაძე. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)