11:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 10:32:36, 1488 ნახვა

ომი უკრაინაში
ავსტრიის პრეზიდენტი - ევროპა ყველაფერს გააკეთებს, რომ მალე დავასრულოთ რუსეთის დამპყრობლური ომი

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა განაცხადა, რომ ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი.

როგორც ვან დერ ბელენმა „სამი ზღვის ოინიციატივის“ სამიტზე განაცხადა, ევროპა ერთიანია „რთულ დროს, როდესაც ომის საშინელება დაბრუნდა“.

„ჩვენ არ მივცემთ უფლებას დაყოფას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ რუსეთის დამპყრობლური ომი და აღვადგინოთ მშვიდობა“, - განაცხადა ვან დერ ბელენმა.

ვან დერ ბელენი დღეს რიგაში ჩავა, სადაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელ კოლეგებს შეხვდება და უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოავლენს.

„სამი ზღვის ინიციატივა“ მოიცავს ევროკავშირის 12 ქვეყანას ბალტიის ქვეყნებიდან ადრიატიკისა და შავი ზღვების ჩათვლით. ავსტრიული მედიის ცნობით, ეს ქვეყნები შიშობენ, რომ შესაძლოა რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის აგრესიის შემდეგი სამიზნე გახდეს. პოლონეთი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ჩართვას სამი ზღვის ინიციატივაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics