|
2022-06-17 10:40:42, 768 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში კაორი იშიკავას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში კაორი იშიკავას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის საკითხებს, რომლის ფარგლებშიც სოფლის განვითარების სააგენტომ ქალთა სასათბურე მეურნეობის საპილოტე პროგრამა შეიმუშავა. მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მოწყვლადი ჯგუფის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობაზე. კაორი იშიკავამ აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის კარგი მაგალითია და პროექტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მეორე ფაზის (2021-2024 წწ) განხორციელება 2021 წლის აგვისტოში დაიწყო, რომლის მიზანსაც ქალების მხარდაჭერა, ინსტიტუციური განვითარება და კანონმდებლობის სრულყოფა წარმოადგენს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რეგიონალურ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)