|
2022-06-16 17:41:08, 1174 ნახვა
საზოგადოება
ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს მთაწმინდის რაიონის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, გზების სრული რეაბილიტაცია სატყეოს ქუჩაზე მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 10 000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 397 000 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე ადგილზე გაეცნენ. „აღნიშნულ მისამართზე რთული მდგომარეობა იყო. აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. უახლოეს მომავალში მათ ეს დისკომფორტი აღარ ექნებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. პროექტის ფარგლებში, დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოწესრიგდება საკომუნიკაციო ჭები, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)