23:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 12:24:05, 1062 ნახვა

საზოგადოება
მეუფე სტეფანე - უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ, რას ლაპარაკობდი

უფალს ვერაფერს ვერ მოატყუებ, ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები, - ასე ეხმიანება ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

მეუფეს თქმით, შეუძლებელია, ათავისუფლებდე ხალხს, როგორც პოლიტპატიმრებს და იჭერდე ვიღაცას სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. 

"საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დანგრევისკენ არის განწირული. რაც არ უნდა, ვინც არ უნდა, რა ალიანსებიც არ უნდა აკეთოს, რა დიდი შეიარაღებაც არ უნდა ჰქონდეს და რაც არ უნდა ბევრი ატომური ბომბი, რაკეტები, თვითმფრინავები და ტანკები აკეთოს, ეს ყველაფერი ერთიანად განადგურდება და არაფერი არავის არ შერჩება. ის სული, რომელიც სიცრუეში ამყოფე, უფლის წინაშე წარდგება და იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ, ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები. უფალს მაგას ვერ ეტყვი, უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ, რას ლაპარაკობდი - ამას, ამას, ამას, ვის ატყუებდი, ის ხალხი, გარშემო რომ იყო, რას უკეთებდი, საბჭოთა კავშირი რომ დააარსეთ, თქვენ რას აკეთებდით და ა.შ. 

პრაქტიკულად, კი, ყველაფერი კარგია, რასაც ადამიანი შეიძლება აკეთებდეს, მაგრამ როდესაც სიცრუით აკეთებს და როდესაც უსამართლო რეზოლუციებს ღებულობს და როდესაც უსამართლო დადგენილებებით უნდა, რაღაც გარკვეული სიკეთე მოიტანოს, შეუძლებელია სიკეთე უსამართლობით. შეუძლებელია, ათავისუფლებდე ხალხს, როგორც პოლიტპატიმრებს, მათ, ვინც აქტიურად ანგრევდნენ პირდაპირი მნიშვნელობით პარლამენტის შესასვლელებს და პირდაპირ ერთ ამბავში იყვნენ და მეორეს იჭერდე, იმიტომ, რომ ისინი არ არიან ის, ვინც იქ რეზოლუციებს გამოსცემს, იმიტომ, რომ შენ ისინი გეუბნებიან, რომ ესენი დაიჭირე - იჭერ ვის? რომ იტყვის სიტყვას რაღაცას ან რაღაცას შეიგინება. მთელი დღე და ღამე ტელევიზიაში იგინებოდა და ხელს ურტყამდა ის ერთი კაცი, ვიცით ჩვენ, ნაპროკურარარი", - განაცხადა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics